ფიგაროს ქორწინება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიგაროს ქორწინების პრემიერის აფიშა

ფიგაროს ქორწინება (იტალ. Le nozze di Figaro; გერმ. Die Hochzeit des Figaro ან Figaros Hochzeit) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ დაწერილი ოპერა (KV 492). იტალიურენოვანი ლიბრეტო ეკუთვნის ლორენცო და პოტეს. ლიბრეტო დაფუძნებულია 1778 წელს პიერ ბომარშეს მიერ დაწერილ კომედიურ პიესაზე „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“. ფიგაროს ქორწინების პირველი წარმოდგენა გაიმართა 1786 წლის 1 მაისს ვენის ბურგთეატრში.

ფიგაროს ქორწინებას ეფუძნება რამდენიმე მხატვრული ფილმი; ასევე ოპერის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები სხვადასხვა დროს გამოცემულია CD და DVD დისკებზეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]