ბურგთეატრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბურგთეატრის მთავარი ფასადი.
გვერდითი ფასადი.

ბურგთეატრი (გერმ. Burgtheater, საიმპერიო კარის თეატრი), თავდაპირველად ცნობილი, როგორც „der Burg“, ხოლო 1920 წლამდე კი „Hofburgtheater“ — ავსტრიის ფედერალური თეატრი ვენაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი თეატრი მსოფლიოში.

თეატრი დაარსდა 1741 წლის 13 მარტს ჰაბსბურგი დედოფალი მარია ტერეზა ავსტრიელის მიერ საკუთარი სასახლის გვერდით; მისმა ვაჟმა იმპერატორმა იოზეფ II-მ მას გერმანიის ნაციონალური თეატრი დაარქვა 1776 წელს. 1794 წლიდან თეატრს ერქვა „K.K. Hoftheater nächst der Burg“. თეატრი ახალ შენობაში გადავიდა რინგშტრასეზე 1888 წლის 14 ოქტომბერს; ახალი შენობის პროექტი ეკუთვნის გოტფრიდ სემპერსა და კარლ ფრეჰერ ფონ ჰაზენაუერს. 1944 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული სასახლის თეატრი 1955 წელს აღადგინეს. ისტორიულად კლასიკური ბურგთეატრის სტილი და ბურგთეატრის გერმანული ენა ყველა გერმანულენოვანი თეატრისთვის მაგალითის მიმცემი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]