ფიალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ფიალა (მრავალმნიშვნელოვანი)“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ფიალა (მრავალმნიშვნელოვანი).

ფიალა — პირგაშლილი, დაბალი სასმისი. მცირე თასისმაგვარი ჭურჭელი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ღვინის სასმისი. მცხეთის ბიბლიაში ფიალა წყლის ჭურჭლადაა მოხსენიებული. მზითვის წიგნებში დასახელებულია ოქროს, ვერცხლის, ფაიფურისა და თიხის ფიალები. ეთნოგრაფიის სინამდვილეში ფიალა ერქვა სამინდე ხის ჭურჭელს. ქიზიყში, ქართლში — პატარა სასმისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]