ფელიპე პედრელი
|
ფელიპე პედრელი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 19 თებერვალი, 1841 | |
| დაბადების ადგილი | ტორტოსა | |
| მოღვაწეობა | კომპოზიტორი | |
| გარდაცვალების თარიღი | 19 აგვისტო, 1922 | |
| გარდაცვალების ადგილი | ბარსელონა | |
| მოქალაქეობა | ესპანეთი | |
ფელიპე პედრელი (ესპ. Felip Pedrell; დ. 19 თებერვალი, 1841, ტორტოსა – გ. 19 აგვისტო, 1922, ბარსელონა), ესპანელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, მუსიკის კრიტიკოსი, ფოლკლორისტი და საზოგადო მოღვაწე. ესპანეთის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრი. 1873 წლიდან მუშაობდა ბარსელონაში. 1895-1903 წლებში ასწავლიდა მადრიდის კონსერვატორიაში (მოწაფეები ისააკ ალბენისი, ენრიკე გრანადოსი, მ. ფალია). ეწეოდა საგამომცებლო საქმიანობას. პედრელის ნაშრომებმა ("ესპანური ხალხური სიმღერები") ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ესპანურ მუსიკათმცოდნეობას. პედრელი ესპანური მუსიკის აღორძინების, ე.წ. რენასიმენტოს ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი იყო. მან დაწერა ოპერები, პროგრამული სიმფონიური თხზულებები, კანტატები და საგუნდო ნაწარმოებები ორკესტრთან ერთად, საეკლესიო მუსიკა, რომანსები და სიმღერები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 10, თბ., 1984 წელი.
სტატიის