უხრავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უხრავი
(Ostrya carpinifolia)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ყვავილოვანნი
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: წიფლისნაირნი
ოჯახი: არყისებრნი
ლათინური სახელი
Ostrya

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


უხრავი (ლათ. Ostrya) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 5 სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ რცხილაფოთოლა უხრავი (Ostrya carpinifolya); მისი სიმაღლე 15-20 , ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. დახეთქილი ქერქი და ორმაგხერხკბილა მოკლეყუნწიანი ფოთოლი აქვს. სითბოს მოყვარული და საკმაოდ ჩრდილის ამტანია. იზრდება კარბონატულ ნიადაგზე, იტანს მის სიმშრალეს. უხვად იძლევა ძირკვის ამონაყარს, ცოცხლობს 100 წლამდე. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. დეკორატიული ხეა. საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში. ჩვენში ბაღ-პარკებში მოშენებულია ვირჯინიული უხრავი (Ostrya virginiana), რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება]