ლუნდის უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუნდის უნივერსიტეტი
მთავარი კორპუსი; აშენებულია 1882 წელს
დაფუძნდა 1666
ტიპი საჯარო
კანცლერი პროფ. პერ ერიქსონი
მდებარეობა ლუნდი, შვედეთი
საიტი http://www.lu.se

ლუნდის უნივერსიტეტი (შვედ. Lunds universitet, Universitas Lundensis ან Universitas Gothorum Carolina ლათინურად) — უნივერსიტეტი ქალაქ ლუნდში, შვედეთის სამხრეთ ნაწილში. დაარსებულია 1666 წელს და ქვეყანაში სიძველით მეორე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. ლუნდის უნივერსიტეტში შვიდი ფაკულტეტია (დამატებითი კამპუსები განთავსებულია მალმესა და ჰელსინგბორგში), სადაც 34 ათასზე მეტი სტუდენტი 50 განსხვავებული პროგრამის ფარგლებში (სპეციალობით) ეუფლება უმაღლეს განათლებას. უნივერსიტეტში 800-ზე მეტი სასწავლო კურსია. ლუნდის უნივერსიტეტი Universitas 21-ის მსოფლიო ქსელში შედის, რომელიც იმ უნივერსიტეტებს აერთიანებს, სადაც ფართომასშტაბიანი სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს.

ისტორია[რედაქტირება]

ქალაქ ლუნდს ხანგრძლივი საგანმანათლებლო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც დანიის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. 1085 წელს დაარსებული საკათედრო სკოლა კი მომავალ სასულიერი პირებს ამზადებდა. ეს სკოლა დღეისათვის სკანდინავიაში უძველესია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]