უილიამ ბაფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ბაფინი

უილიამ ბაფინი (ინგლ. William Baffin; დ. 1584 — გ. 23 იანვარი, 1622, ორმუზი) — ინგლისელი პოლარელი მკვლევარი. 1612–1616 წლებში მონაწილეობდა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის ძებნაში, 1615 წელს გამოიკვლია ჰუდსონის ყურე, 1616გრენლანდიის დასავლეთით მდებარე ზღვა (დაერქვა მისი სახელი). აღმოაჩინა ჰეისის ნახევარკუნძული (გრენლანდია). ელზმირისა და დევონის კუნძულების დიდი ნაწილი (კანადის არქტიკული არქიპელაგი). ბაფინის სახელი ეწოდა კანადის არქტიკული არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]