ტრიტონი (გვარი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტრიტონი.
ტრიტონი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: კუდიანი ამფიბიები
გვარი: ტრიტონი
ლათინური სახელი
Triturus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტრიტონი (ლათ. Triturus) — კუდიანი ამფიბიების გვარი სალამანდრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. მათი სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. კუდი თევზის კუდის ფარფლს მოგვაგონებს. ფეხები მოკლე და სუსტი აქვთ. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის მრავალ ადგილას. ზამთარს ატარებენ ხმელეთზე: მღრღნელების სოროებში, ხის კუნძების, მორების ან ქვების ქვეშ. გაზაფხულობით გადადიან წყალსატევში, სადაც მრავლდებიან. ახასიათებთ შინაგანი განაყოფიერება. ლარვას გარდაქმნა 3—5 თვემდე გრძელდება. იკვებებიან მცირე ზომის კიბოსნაირებით, მწერებითა და მათი მატლებით, ჭიებით. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის მცირეაზიური ტრიტონის ერთ-ერთი ქვესახეობა — ქედიანი მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus ophryticus), რომელიც აღწერილია თბილისის მიდამოებში, როგორც უნიკალური ქვესახეობა, შეტანალია საქართველოს წითელ წიგნში.

ლიტერატურა[რედაქტირება]