ტოფუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოფუა
მშობ. სახელი: ინგლ. Tofua
გეოგრაფია
19°45′00″ ს. გ. 175°04′30″ დ. გ. / 19.75000° ს. გ. 175.07500° დ. გ. / -19.75000; -175.07500
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 55,63 კმ²
უმაღლესი წერტილი 507 მ
ოლქი ჰააპაის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2011)

ტოფუა (ინგლ. Tofua) — ვულკანური კუნძული ტონგის სამეფოს ჰააპაის კუნძულების აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს დაახლოებით 26 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ კოტუდან და 155 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ჰააპაის ოლქში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი კოსმოსიდან: კუნძული კაია (პატარა) და ტოფუა (დიდი)

კუნძული წარმოადგენს მოქმედ ვულკანს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 507 მეტრს. ფართობი — 55,63 კმ². ტოფუას დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 8 კმ-ს. კრატერის ცენტრში მდებარეობს ტბა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა, მაგრამ იგი იქ არ გადასულა. 1789 წელს კუნძულზე გადავიდა პირველი ევროპელი — უილიამ ბლაი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს კუნძულზე ცხოვრობდა სულ 5 ადამიანი. 2011 წლისთვის კუნძული დაუსახლებელია.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს შვეიცარელმა ქსავიერ როსეტიმ კუნძულზე იცხოვრა 300 დღე. კუნძულზე თავისი ცხოვრება მან გადაიღო ვიდეოზე, რის შემდეგაც შეიქმნა ფილმი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]