ტონლესაპის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტონლესაპის ტბა
Tonlesap.jpg
კოორდინატები: 12°53′ ჩ. გ. 104°04′ ა. გ. / 12.883° ჩ. გ. 104.067° ა. გ. / 12.883; 104.067
მდებარეობა კამბოჯის დროშა კამბოჯა
ფართობი 2 700 კმ²(ნორმალურ მდგომარეობაში)
16 000 (მუსონებზე) კმ²
გამომდინარე მდინარე ტონლესაპი

ტონლესაპის ტბა მდებარეობა კამბოჯა

Blue pog.svg

ტონლესაპი, ასევე ცნობილია როგორც „კამბოჯის შიდა ზღვა“ — ტბა კამბოჯაში; ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი წყალსაცავი.

ტბის სახელწოდება სიტყვასიტყვთ ითარგმნება როგორც: „დიდი ახალი წყალი“. წელიწადის უმეტეს დროს ტბა არც თუ ისე დიდია: ფართობი დაახლოებით 2700 კმ² და სიღრმე ერთ მეტრზე ნაკლები. ტბა ტონლესაპი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდ მდინარე მეკონგს უერთდება, შემაერთებელი მდინარე ტონლესაპის მეშვეობით. წვიმების სეზონის დროს კი საქმე საკმაოდ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს: ტბა ტონლესაპიდან მდინარე მეკონგისკენ მიმავალი წყალი მიმართულებას იცვლის და საპირისპიროდ, მეკონგიდან ტონლესაპის წყალსაცავში მიედინება. შედეგად, ტბის ტერიტორია 16 000 კმ²–ს აღწევს, ხოლო სიღრმე 9 მეტრამდე იზრდება და გარშემო მდებარე მინდვრებს და ტყეებს ფარავს. ბუნების ამ უცნაურობის წყალობით ტბაზე თევზაობისთვის საუკეთესო პირობები იქმნება, ხოლო წყლის უკუქცევის შემდეგ ის მინდვრები, რომელიც წვიმების სეზონის დროს დაიტბორა, საუკეთესოა სოფლის მეურნეობისთვის.

ტბაზე ადამიანები სახლობენ (უშუალოდ ტბაზე და არა ტბის მიმდებარედ). არის ბუდისტური ტაძარი, რომელიც ერთადერთი ქვის შენობაა და მაღალ სვეტებზე დგას. დანარჩენი შენობები მცურავია და წლის განმავლობაში ტბის ზედაპირზე გადაადგილდებიან. ნავების და მოცურავე სახლების გარდა ტურისტებისთვის არის რამდენიმე კაფე. აქვე არის კათოლიკური ტაძარი. ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობა მთელ სიცოცხლეს წყლის ზედაპირზე ატარებს.

ტონლესაპი უდიდესი მტკნარი ტბაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამავე დროს წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ არეალს, რომელიც 1997 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: