ტენესი უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტენესი უილიამსი
ინგლ. Tennessee Williams
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1911(1911-03-26)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი კოლუმბუსი[16]
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 1983(1983-02-25)[1] [2] [3] [4] [4] [6] [7] [8] [9] [10] [16] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[1] [17] [18] [16]
დასაფლავებულია გოლგოთას სასაფლაო
საქმიანობა დრამატურგი[19] , რომანისტი, სცენარისტი[20] [21] [22] , პოეტი[23] და მწერალი[19]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[24]
ალმა-მატერი აიოვის უნივერსიტეტი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, მისურის უნივერსიტეტი, ახალი სკოლა, University City High School და Soldan International Studies High School
ჟანრი spoken drama
Magnum opus The Glass Menagerie, ტრამვაი სახელად სურვილი, The Rose Tattoo და კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე
ჯილდოები პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[25], ტონის ჯილდო საუკეთესო პიესისთვის, პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[25], სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, კენედის ცენტრის პრემია, Florida Artists Hall of Fame და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი
მეუღლე
ხელმოწერა

თომას ლანიერ უილიამს III (ინგლ. Thomas Lanier „Tennessee“ Williams III; დ. 26 მარტი, 1911 — გ. 25 თებერვალი, 1983), უკეთ ცნობილი ფსევდონიმით ტენესი უილიამსი — წამყვანი ამერიკელი და მსოფლიოს ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი-დრამატურგი. მეტსახელი ტენესი მას სკოლის მეგობრებმა შეარქვეს სამხრეთული აქცენტისა და მამამისის ტენესის შტატიდან წარმოშობის გამო. დრამებისთვის „ტრამვაი სახელად სურვილი“ 1948 წელს და „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ 1955 წელს მას პულიცერის ჯილდოები აქვს მიღებული. ამ ჟანრის კრიტიკოსთა მტკიცებით უილიამსის ნაშრომები სამხრეთის გოთურ სტილს ეკუთვნის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტენესი ვილიამსის ოჯახს ბევრი უსიამოვნება თუ უბედურება გადახდა თავს, რაც უილიამსის შემოქმედების ლეიტმოტივი გახდა. ის კოლუმბუსში, მისისიპი, დაიბადა, თუმცა 3 წლის ასაკში ოჯახი იმავე შტატის ქალაქ კლარკსდეილში გადასახლდა. 1918 წელს ოჯახი ისევ გადადის ამჯერად სენტ-ლუისში, მისური. მამამისი, კორნელიუს უილიამსი, მოგზაური ფეხსაცმელების გამყიდველი იყო, რომელიც რაც დრო გადიოდა და ბავშვები იზრდებოდნენ, მით უფრო მკაცრი და აუტანელი ხდებოდა. ტენესის დედა, ედვინა უილიამსი, ასევე სამხრეთიდან იყო წარმოშობით და საკმაოდ გულჩათხრობილი ქალი იყო.

უილიამსმა მისი პირველი სახალხოდ შესრულებული სცენარი „კაირო, შანჰაი, ბომბეი!“ 1935 წელს დაწერა, რომელიც პირველად ამავე წელს მემფისში, ტენესი, დაიდგა.

მრავალი წლის განმავლობაში უილიამსი ნიუ-ორლეანის, ლუიზიანა, ფრანგულ კვარტალში ცხოვრობდა. აქ ის პირველად 1939 წელს გამდმოვიდა. 1947 წელს აქ დაწერა მან „ტრამვაი სახელად სურვილი“.

ტენესი ახლოს იყო მის დასთან, როუზ უილიამსთან. ამ უკანასკნელს მასზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია. ის ელეგანტური, ტანადი ლამაზმანი იყო, რომელსაც ნერვული შეტევები აწუხებდა და რომელსაც მოგვიანებით შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. სულიერად ავადმყოფმა როუზმა თითქმის მთელი საკუთარი ზრდასრული ცხოვრება საგიჟეთში გაატარა. მასზე თერაპიის განხორციელების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ როუზის მშობლებმა გადაწყივტეს მისთვის პრეფრონტალური ლობოტომიის ოპერაცია გაეკეთებინათ. 1943 წელს ვაშინგონში ჩატარებლი ოპერაცია ცუდად წარმიმართა და როუზი დარჩენილი ცხოვრება ნახევრად ცნობიერება დაკარგული არსებობდა.

როუზის უბედურება ტენესისთვის დიდი დარტყმა იყო, რომელმაც ვერასდროს აპატია საკუთარ მშობლებს ოპერაციის ჩატარებაზე უფლების გაცემა. ეს შესაძლოა მისი ალკოჰოლიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ყოფილიყო. მისი მრავალი სცენარისთვის დამახასიათებელი „შეშლილი გმირი“ შესაძლოა საკუთარი დის ზეგავლენა ყოფილიყოს.

ტენესის სცენარების პერსონაჟები ხშირად განიხილება როგორც საკუთარი ოჯახის წევრების პირდაპირი რეპრეზენტაცია. ლორა ვინგფილდი დადგმაში „The Glass Menagerie“ მის დას წააგავს. ზოგიერთი ბიოგრაფის ცნობით ბლანშ დიუბუას პერსონაში დრამაში „სურვილის ტრამვაი“ ასევე მისი დის განსახიერებაა. ლობოტომიის მოტივი ჩნდება დადგმაში „უეცრად, გასულ ზაფხულს“. ამანდა ვინგფილდი დადგმაში „The Glass Menagerie“ ასევე დედამისის წარმოსახვაა. მის პერსონაჟთა უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, მათ შორის ტომ ვინგფილდი „The Glass Menagerie“-ში და სებასტიანი „უეცრად, გასულ ზაფხულს“-ში. მსახიობი ენ მიჩემი ტენესის ახლო მეგობარი იყო და მრავალი როლი აქვს შესრულებული მის დადგმებში.

საკუთარ მემუარებში დრამატურგი აღნიშნავს, რომ სექსუალურად აქტიური მოზარდობის ჟამს გახდა. თუმცა მისი ბიოგრაფი ლილ ლევერიხი მიუთითებს რომ ეს მხოლოდ მის გვიან 20-იან წლებში მოხდა. მისი ფიზიკური და ემოციური ურთიერთობა საკუთარ მდივანთან ფრენკ მერლოსთან 1947 წლიდან 1961 წლამდე გრძელდებოდა და მის ემოციურ სტაბილურობასა და პროდუქტიულობას უზრუნველჰყობდა, რამაც შესაძლებლობა მისცა მისი საუკეთესო ნამუშევრები შეექმნა. მერლო უილიამსის მრავალი დეპრესიის დამაბალანსებელი იყო, განსაკუთრებით კი პანიკური შიშისა, რომ უილიამსი საკუთარი დის მსგავსად თავადაც გაგიჟდებოდა. მერლო 1961 წელს კიბოს დაავადების გამო გარდაიცვალა, რამაც უილიამსი ღრმა, თითქმის ათწლიან, დეპრესიაში ჩააგდო.

ტენესი უილიამსი 71 წლის ასაკში, 1983 წლის 25 თებერვალს გარდაიცვლილი იპოვეს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში[26]. მიზეზად დასახელდა უბედური შემთხვევა - ბოთლის სახურავი გადასცდა. თუმცა ზოგიერთის (მათ შორის მისი ძმის) ცნობით ის მოკლულ იქნა. საპირისპიროდ, პოლიციის ანგარიშში მითითებულია, რომ სიკვდილი წამლის დოზის გადამეტებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ვინაიდან მისი სხეულის ქვეშ ცარიელი წამლის ბოთლი იპოვეს.

დაკრძალულია კლავარის სასაფლაოზე სენტ-ლუისში, მისური, მიუხედავად მისი სურვილისა დაეკრძალათ ზღვაში დაახლოებით იმავე ადგილას სადაც პოეტი ჰარტ კრეინი იყო, რომელსაც ის საკუთარ ყველაზე დიდ შთაგონებად მიიჩნევდა. საკუთარი ლიტერატურული უფლებები სევანის სამხრეთის უნივერსიტეტს დაუტოვა, ბაბუამისის, უოლტერ დეკინის პატივსაცემად, რომელიც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. მისი ფონდები დღეს შემოქმედებითი მწერლობის პროგრამას აფინანსებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gross, Robert F., ed. Tennessee Williams: A Casebook. Routledge (2002). Print. ISBN 0-8153-3174-6.
  • Jacobus, Lee. The Bedford Introduction to Drama. Bedford: Boston. Print. 2009.
  • Lahr, John. Tennessee Williams: Mad Pilgrimage of the Flesh. W. W. Norton & Co. New York. Print. 2014. ISBN 978-0-393-02124-0.
  • Leverich, Lyle. Tom: The Unknown Tennessee Williams. W. W. Norton & Company. Reprint. 1997. ISBN 0-393-31663-7.
  • Saddik, Annette. The Politics of Reputation: The Critical Reception of Tennessee Williams' Later Plays. Associated University Presses. London. 1999.
  • Spoto, Donald. The Kindness of Strangers: The Life of Tennessee Williams. Da Capo Press. Reprint. 1997. ISBN 0-306-80805-6.
  • Williams, Tennessee. Memoirs. Doubleday. Print. 1975. ISBN 0-385-00573-3.
  • Williams, Dakin. His Brother's Keeper: The Life and Murder of Tennessee Williams. Dakin's Corner Press. First Edition. Print. 1983.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118633333 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. GeneaStar
  13. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  14. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  15. Babelio — 2007.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. http://www.poemhunter.com/quotations/famous.asp?people=tennessee%20williams
  18. https://muse.jhu.edu/journals/modern_drama/v028/28.4.parker.pdf
  19. 19.0 19.1 The Fine Art Archive — 2003.
  20. http://ibdb.com/production.php?id=4297
  21. http://ibdb.com/production.php?id=2269
  22. http://ibdb.com/production.php?id=1804
  23. poets.org
  24. Encyclopædia Britannica
  25. 25.0 25.1 https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/218
  26. http://www.elyseehotel.com