ტეიტ მაკრეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეიტ მაკრეი
ინგლ. Tatum Rosner McRae
ფაილი:Tate McRae 2022.png
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტატუმ როზნერ მაკრეი
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 2003 (2003-07-01) (20 წლის)[1]
დაბ. ადგილი კალგარი
წარმოშობა კალგარი, კანადა
ეროვნება Scottish Canadians[2] და German Canadians[3]
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA
საიტი tatemcrae.com
ტეიტ მაკრეი ვიკისაწყობში

ტატუმ როზნერ მაკრეი, ცრობილი როგორც ტეიკ მაკრეი (ინგლ. Tatum Rosner McRae; დ. 1 ივლისი, 2003 წელი, კალგარი, კანადა) — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე და მსახიობი. მან ცამეტი წლის ასაკში მოიპოვა პოპულარობა რეალით შოუში, So You Think You Can Dance, მონაწილეობით.

მუსიკოსმა 2019 წელს ლეიბლ RCA Records-სთან დადო ხელშეკრულება. იმ წელს მისი 2017 წლის სიმღერა „One Day" ვირუსულად გავრცელდა YouTube-სა და TikTok-ზე. მუსიკოსმა იმავე წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, All Things I Never Said (2020). მაკრეიმ მალევე მოიპოვა ფართო აღიარება მას შემდეგ, რაც მისი სიმღერა „You Broke Me First" ჰიტად იქცა.

მუსიკოსმა მეორე EP, Too Young to Be Sad, 2021 წელს გამოუშვა და ფართო აღიარებაც მოიპოვა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, I Used to Think I Could Fly, გამოვიდა 2022 წლის 27 მაისს.[4] ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და მიაღწია ტოპ ათეულს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე დაიკავა მეცამეტე ადგილი აშშ-ის Billboard 200-ში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტეილ მაკრეი დაიბადა კალგარიში, კანადა, 2003 წლის 1 ივლისს. მისი მამა შოტლანდიელია, ხოლო დედა გერმანელი.[5][6] ოთხი წლის ასაკში, იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ომანში გადავიდა, სადაც დედა ასწავლიდა ცეკვას. იქ ოჯახი სამი წელი ცხოვრობდა.[7][8] ომანში ყოფნის დროს მაკრეი სწავლობდა ამერიკულ საერთაშორისო სკოლა მუსკატში (TAISM).[9] რვა წლის ასაკში, კანადაში დაბრუნების შემდეგ, მან დაიწყო ინტენსიურად ვარჯიში ცეკვაში.[10] ასევე მან დაიწყო ბალეტის შესწავლა. მაკრეი სწავლობდა დასავლეთ კანადის საშუალო სკოლაში, მაგრამ ის დაამთავრა ონლაინ 2022 წელს, „დატვირთული გრაფიკის" გამო.[11][12][13]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ტეიტ მაკრეიმ დაიწყო თავის YouTube არხზე ცეკვის ვიდეოებისა და სიმღერების ატვირთვა. კომპოზიციამ „One Day", რომელიც მან დაწერა 14 წლის ასაკში, დააგროვა 39 მილიონზე მეტი ნახვა. 2017 წლიდან 2019 წლამდე მაკრეიმ გამოუშვა სიმღერები: „Dear Ex Best Friend", რომელსაც აქვს 40 მილიონზე მეტი ნახვა YouTube-ზე და „Dear Parents", რომელსაც აქვს 20 მილიონზე მეტი ნახვა.[14]

მუსიკოსმა 2019 წელს ლეიბლ RCA Records-სთან დადო ხელშეკრულება. ამის შემდეგ, მაკრეიმ გამოაცხადა თავისი სადებიუტო EP-ის, All Things I Never Said, გამოშვების შესახებ. ალბომში 5 სიმღერა შედის და ის გამოვიდა 2020 წლის 24 იანვარს.[15]

2020 წლის აპრილში მაკრეიმ გამოუშვა სინგლი „You Broke Me First". სიმღერამ საერთაშორისო წარმატება მოიპოვა და რამდენიმე ქვეყნის ჩარტის ათეულში მოხვდა. ასევე კომპოზიცია გახდა მუსიკოსის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში.[16]

2021 წლის იანვარში მაკრეიმ შეასრულა „You Broke Me First" The Tonight Show-ში. მეორე დღეს მან გამოუშვა მესამე სინგლი, „Rubberband", თავისი მომავალი EP-დან. 2021 წლის 3 მარტს მან გამოუშვა ახალი სინგლი „Slower". მუსიკოსმა თავისი რიგით მეორე სოლო EP სახელწოდებით, Too Young to Be Sad, გამოუშვა 2021 წლის 26 მარტს.[17]

2021 წლის 11 ნოემბერს მაკრეიმ გამოუშვა „Feel Like Shit", წამყვანი სინგლი მისი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან I Used to Think I Could Fly, რომელიც გამოვიდა 2022 წლის 27 მაისს.[18][19] 2022 წლის იანვარში მუსიკოსი ნომინირებული იყო სამ iHeart Radio Awards-ზე.[20]

„She's All I Wanna Be", მეორე სინგლი ალბომიდან, გამოვიდა 2022 წლის 4 თებერვალს. სიმღერა მოხვდა ტოპ 40-ში რამდენიმე ქვეყნის ჩარტში. ასევე, კომპოზიციის დებიუტი შედგა 52-ე ადგილზე აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში.[21] 2022 წლის თებერვალში მაკრეი გამოცხადდა Maybelline-ის ბრენდის ელჩად.[22]

მაკრეიმ გამოუშვა „Chaotic", მესამე სინგლი ალბომიდან, 2022 წლის 25 მარტს. ასევე მან გამოუშვა „What Would You Do?", მეოთხე სინგლი, 2022 წლის 13 მაისს. 2022 წლის 3 ივნისს მუსიკოსმა გამოუშვა მუსიკალური ვიდეო თავისი სინგლისთვის „don't come back“, ექსკლუზიურად TikTok-ის საშუალებით, მოგვიანებით კი ვიდეოს ვერტიკალური ვერსია გამოუშვა 2022 წლის 11 ივლისს YouTube-ზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sherwin, Amanda. (January 1, 2015) You Should Know: Tate McRae. Dance Spirit. ციტირების თარიღი: May 15, 2020
  2. https://web.archive.org/web/20200618000922/https://www.chicagotribune.com/travel/sns-201910080003--tms--celebtrvctnct-a20191008-20191008-story.html
  3. https://www.thelineofbestfit.com/features/interviews/tate-mcrae-on-the-rise
  4. i used to think i could fly by Tate McRae.
  5. Johnson, Tom. (March 6, 2020) On The Rise: Tate McRae en. ციტირების თარიღი: May 18, 2020
  6. Kim, Jae-Ha. (October 8, 2019) Go Away With ... Tate McRae. ციტირების თარიღი: April 22, 2022
  7. Kim, Jae-Ha. (October 8, 2019) Go Away With ... Tate McRae. ციტირების თარიღი: April 22, 2022
  8. Di Orio, Laura. (June 4, 2015) Up and Coming: Tate McRae. ციტირების თარიღი: May 22, 2020
  9. Tate McRae Trivia | 40 facts about the young singer en-us (February 24, 2021). ციტირების თარიღი: March 9, 2021
  10. Pappaianni, Kayla. (January 31, 2020) Tate McRae Is This Month's 'One To Watch' Artist!. ციტირების თარიღი: May 22, 2020
  11. Volmers, Eric. (May 8, 2020) Fast Track: Calgary teen Tate McRae's music career is exploding, but she still has to do her homework. ციტირების თარიღი: May 22, 2020
  12. Sang, Zach. (January 21, 2020) Tate McRae Talks Stupid, all the things i've never said, Billie Eilish comparisons & more! (Event occurs at 1:20). ციტირების თარიღი: June 24, 2020
  13. Interview: Artist-to-Watch Tate McRae Reflects on New Single 'Rubberband,' Perfectionism, & Her Upcoming EP. ციტირების თარიღი: January 21, 2020
  14. Rose, Anna. (August 21, 2020) Tate McRae releases brooding new single 'don't be sad'. ციტირების თარიღი: August 23, 2020
  15. Wass, Mike. (December 6, 2019) Tate McRae Drops (Not At All) "Stupid" Single, Announces Debut EP. ციტირების თარიღი: May 22, 2020
  16. Wass, Mike (September 2, 2020). „Tate McRae Cracks Billboard Hot 100 With "you broke me first". Idolator. ციტირების თარიღი: September 2, 2020.
  17. Too Young to Be Sad (Apple Music Up Next Film Edition) – EP by Tate McRae (March 26, 2021). ციტირების თარიღი: March 26, 2021
  18. Tate McRae Releases New Single "she's all i wanna be" Today en-US. Vulkan Magazine. ციტირების თარიღი: February 7, 2022
  19. Shafer, Ellise. (November 11, 2021) Tate McRae Debuts Dance-Heavy Music Video for New Single 'Feel Like S—' en-US. ციტირების თარიღი: November 14, 2021
  20. 2022 iHeartRadio Music Awards: See The Full List of Nominees en. ციტირების თარიღი: January 28, 2022
  21. SAIWB Debut on Hot 100.
  22. Sophie Dodd. (February 23, 2022) Tate McRae Is Maybelline New York's Latest Brand Ambassador: 'I Didn't Even Think They Knew Who I Was' en. ციტირების თარიღი: February 24, 2022