ტაფეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ტაფეა
ინგლ. Tafea Province
დროშა

ქვეყანა ვანუატუს დროშა ვანუატუ
ადმ. ცენტრი Isangel
კოორდინატები 19°30′00″ ს. გ. 169°30′00″ ა. გ. / 19.50000° ს. გ. 169.50000° ა. გ. / -19.50000; 169.50000
დაარსდა 1994
ფართობი 1628 კმ²
მოსახლეობა 32 540 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 19,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+11

ტაფეა (ინგლ. Tafea Province) — ვანუატუს რესპუბლიკის პროვინცია, რომელსაც უკავია ტანას, ანივას, ფუტუნას, ერომანგას, ანეიტიუმის კუნძულების ტერიტორია, რომელთა პირველი ასოებისაგან მიიღო პროვინციამ თავისი დასახელება. მოსახლეობა — 32 540 ადამიანი (2009), ფართობი 1628 კმ². პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ისანგელი (კუნძულ ტანაზე).

პროვინციაში ანივას და ფუტუნას კუნძულები ეკუთვნის პოლინეზიას, დანარჩენები მელანეზიას.