ტასმანის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტასმანის ტბა
ტასმანის ტბა
ტასმანის ტბა
კოორდინატები: 43°41′ ს. გ. 170°10′ ა. გ. / 43.683° ს. გ. 170.167° ა. გ. / -43.683; 170.167
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 727 
ფართობი 1,95 კმ²
მაქსიმალური სიღრმე >100 
ჩამდინარე მდინარეები მარჩისონი
ტასმანის ტბა — ახალი ზელანდია
ტასმანის ტბა

ტასმანის ტბა (ინგლ. Tasman Lake) — პროგლაციალური ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 727 მ სიმაღლეზე. ფართობი 1,95 კმ². 2008 წლის მდგომარეობით ტბის სიგრძე 7 კმ, სიგანე 2 კმ, ხოლო სიღრმე 245 მ აღწევდა. წარმოიქმნა ტასმანის მყინვარის უკან დახევის შედეგად. 1970-იან წლებში ტასმანის მყინვართან არსებობდა რამდენიმე პატარა გამდნარი წყლის ტბორი, რომლებიც 1990 წლისათვის გაერთიანდა და შედეგად წარმოიქმნა ტბა. ერთვის მდინარე მარჩისონი. ტასმანის ტბა და მყინვარი მოქცეულია კუკის მთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ზღვაოსნის აბელ ტასმანის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]