ტარკილის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარკილის მღვიმე — ბუნებრივი მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოფელ დურიფშის მიდამოებში, მდინარე გუდოუს აუზში, ზღვის დონიდან 215 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედა მეოთხეულ შეცემენტებულ კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 235 მეტრი, საშუალო სიმაღლე და სიგანე — 2-3 მ. ტარკილის მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტური ნაღვენთები, მათ შორის კალციტის შთენილი ქერქი. მღვიმეში გაედინება ნაკადი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]