ტაბასკოს შტატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბასკო (შტატი))
| დროშა |
გერბი |
| ქვეყანა | |
| დედაქალაქი: | ვილიაერმოსა |
| მუნიციპალიტეტი | 17 |
| შექმნის თარიღი | 7 თებერვალი 1824 |
| გუბერნატორი | ანდრეს რაფაელ გრანიერ მელო |
| ფართობი | 25,267 კმ² |
| მოსახლეობა (2005) | 1,989,969 |
| დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
| ვებ-საიტი | http://www.tabasco.gob.mx |
ტაბასკო – შტატი მექსიკაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტეუანტეპეკის ყელზე. მოსაზღვრე შტატებია: დასავლეთით – ვერაკრუსი, სამხრეთით – ჩიაპასი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – კამპეჩე. ჩრდილოეთით გასასვლელი აქვს მექსიკის ყურეში. აღმოსავლეთით მას ასევე ესაზღვრება გვატემალა.
შტატის დედაქალაქია ვილიაერმოსა. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: კარდენასი, კომალკალკო, ტენოსიკე.
ძვ. წ. 800 წელს, ტაბასკოს ტერიტორიაზე სახლობდნენ ოლმეკების ხალხი, რომელთა დაღმასვლის შემდეგაც, ჩვ.წ. IX საუკუნეში აქ გამოჩნდა მაიას ცივილიზაცია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ესპანური) ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ესპანური) Tabasco State Web Directory
|
||||||||||