ხალისკო მექსიკის შტატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია კულტურის, ეკონომიკის და ვაჭრობის დონის მიხედვით. შტატის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და შეესაბამება მაგალითად ესპანეთის ან იტალიის ცხოვრების დონეს. დედაქალაქიაგვადალახარა, რომლის მეტროპოლიტენიც უმსხვილესია მექსიკაში მეხიკოს მეტროპოლიტენის შემდეგ და მოიცავს ახლომდებარე მუნიციპალიტეტებსაც – ხუანაკატლანს, ელ-სალტოს, ტლაკუეპაკს, ტონალას, საპოპანს.