გუანახუატოს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუანახუატო (მრავალმნიშვნელოვანი).
გუანახუატო
Estado Libre y Soberano
de Guanajuato
დროშა
გერბი
გუანახუატო, რუკა
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
დედაქალაქი: გუანახუატო
მუნიციპალიტეტი 46
უდიდესი ქალაქი ლეონი
შექმნის თარიღი 20 დეკემბერი 1823
გუბერნატორი ხუან მანუელ ოლივე რამირესი
ფართობი 30 491 კმ²
მოსახლეობა (2005) 4 893 812
დროის სარტყელი CST (UTC-6)

გუანახუატო — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ მთიანეთში. შტატის სახელი მომდინარეობს მისი ამავე სახელწოდების დედაქალაქისგან, რომელსაც თავის მხრივ, ეს სახელი ადგილობრივი ინდიელების ენის გავლენით დაერქვა და ნიშნავს "ბაყაყების გორაკს". გუანახუატო ყოფილი პრეზიდენტის – ვისენტე ფოქსისა და კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის დიეგო რივერას მშობლიური შტატია.

ცენტრალური მექსიკისა და მექსიკის ყურის სანაპირო ზოლის შემდეგ, გუანახუატო იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის კოლონიზაციაც მოახდინეს ესპანელებმა 1520 წელს. ეს უპირველეს ყოვლისა ამ რეგიონში ვერცხლის საბადოების სიმრავლით იყო გამოწვეული. საკმაოდ კარგადაა შემონახული გუანახუატოს კოლონიური არქიტექტურა, მარტო მის დედაქალაქში, ამ პერიოდის 35 ეკლესიაა შემორჩენილი.

ქალაქი გუანახუატო

შტატის მნიშვნელოვანი ქალაქებია: სილაო, სან-ლუის-დე-ლა-პასი, აკამბარო, სელაია, ლეონი და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]