სპუტნიკ-5

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპუტნიკ-5 (რუს. Спу́тник-5) — საბჭოთა სერიის "სპუტნიკი" მეხუთე კოსმოსური აპარატი, რომელიც 1960 წლის 19 აგვისტოს გაუშვეს. ეს ასევე პირველი კოსმოსური გაფრენა იყო, რომელმაც ორბიტაზე ცხოველები აიყვანა და უსაფრთხოდ დააბრუნა ისინი უკან დედამიწაზე. მან გზა გაუკვალა ადამიანთა პირველ გაფრენას ორბიტაზე რვა თვის შემდეგ ვოსტოკ-1-ით. ფაქტობრივად, ეს იყო კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკის" მეორე საცდელი გაფრენა და, შესაბამისად, მას ხანდახან "სპუტნიკ-2"-საც უწოდებენ.