სპუტნიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპუტნიკ 1

სპუტნიკის პროგრამა (რუსულად "Спутник" - თანამგზავრი) იყო საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წლიდან გაშვებულ ხელოვნურ თანამგზავრთა სერია. ამ ისტორიული ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო სერგეი კოროლიოვი.

სპუტნიკ 1[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპუტნიკ-1.

"სპუტნიკ-1" (რუსულად "Спутник-1") იყო კაცობრიობის ისტორიაში დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულ იქნა კოსმოსში 1957 წლის 4 ოქტომბერს, რაკეტა-მატარებლით "რ-7" ("Р-7" - Семёрка). მისი მასა იყო 83 კგ, დიამეტრი 58 სმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 65,1°, გარემოქცევის პერიოდი 96,17 წთ, პერიგეა - 228 კმ, აპოგეა - 947 კმ. თავისი არსებობის განმავლობაში მან დაახლოებით 1400-ჯერ შემოუარა დედამიწას.

4 ოქტომბერი ითვლება კაცობრიობის კოსმოსური ერის დასაწყისად. მისი გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო დასავლეთისათვის, რომელიც (უპირველეს ყოვლისა აშშ) იქამდე სერიოზულად არ აღიქვამდა სსრკ-ს როგორც მეტოქეს რაკეტმშენებლობაში.

გარეგნულად "სპუტნიკ-1" გამოიყურებოდა როგორც გაპრიალებული სფერო ოთხი ანტენით. თანამგზავრს ჰქონდა ორი რადიოგადამცემი (გამოცემული რადიოტალღების სიხშირე იყო 20 და 40 მჰც). რადიოსიგნალები რომლებსაც თანამგზავრი გამოსცემდა გამოიყენებოდა იმისათვის რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია იონოსფეროში ელექტრონების რაოდენობის შესახებ.

თანამგზავრმა იარსება 1958 წლის 4 იანვრამდე. მასთან ერთად ორბიტაზე გავიდა რაკეტა-მატარებლის რ-7 ზედა საფეხურიც რომელიც ღამღამობით ჩანდა როგორც პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი (თავად "სპუტნიკ-1" გამოიყურებოდა მეექვსე ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი).

სპუტნიკ 2[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპუტნიკ-2.
სპუტნიკ 2

სპუტნიკ 2 (რუს. Спутник-2) იყო დედამიწის მეორე ხელოვნური თანამგზავრი გაშვებული 1957 წლის 3 ნოემბერს და პირველი, რომლის ბორტზე იყო ცოცხალი არსება-ძაღლი ლაიკა. სპუტნიკ 2 იყო 4 მ სიგრძის კონუსისებური კაფსულა ძირის დიამეტრით 2 მეტრი. იგი შედგებოდა რამდენიმე განყოფილებისგან რადიოგადამცემებისათვის, ტელემეტრიული სისტემებისათვის, ტემპერატურის კონტროლის და რეგენერაციის სისტემებისათვის და სამეცნიერო მოწყობილობებისათვის. ცალკე განყოფილებაში იყო მოთავსებული ლაიკა.

სპუტნიკ 3[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპუტნიკ-3.
სპუტნიკ-3

გაშვებულ იქნა 1958 წლის 15 მაისს. მასა - 1327 კგ, დიამეტრი - 1,73 მ, სიმაღლე – 3,75 მ.

სპუტკინ 5[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სპუტნიკ-5.

სპუტნიკ-5 (რუს. Спу́тник-5), საბჭოთა სერიის "სპუტნიკი" მეხუთე კოსმოსური აპარატი, რომელიც 1960 წლის 19 აგვისტოს გაუშვეს. ეს ასევე პირველი კოსმოსური გაფრენა იყო, რომელმაც ორბიტაზე ცხოველები აიყვანა და უსაფრთხოდ დააბრუნა ისინი უკან დედამიწაზე. მან გზა გაუკვალა ადამიანთა პირველ გაფრენას ორბიტაზე რვა თვის შემდეგ ვოსტოკ-1-ით. ფაქტობრივად, ეს იყო კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკის" მეორე საცდელი გაფრენა და, შესაბამისად, მას ხანდახან "სპუტნიკ-2"-საც უწოდებენ.