სოჭი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სოჭი (მცენარე))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „სოჭი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სოჭი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოჭი
Abies koreana (szyszki).JPG
სოჭის გირჩი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ფიჭვისებრნი
გვარი: სოჭი
ლათინური სახელი
Abies

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სოჭი (Abies) — მერქნიან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ტანმაღალი, მარადმწვანე ხეებია. 50-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — კავკასიური სოჭი და ინტროდუცირებულია 13 სახეობა. სოჭი ჩრდილის ამტანი და სინესტის მომთხოვნია. ახალგაზრდა ხე ნელა იზრდება, ცოცხლობს 500-800 წლამდე. მრავლდება თესლითა და გადაწვენით. მისი მერქანი რბილი, მჩატე და ნაკლებგამძლეა, ძირითადად იხმარება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო და სარეზონანსო მასალად. ლამაზი დეკორატიული ხეა, ბაღებსა და პარკებში აშენებენ უმეტესად მის მტირალა, ხშირტოტიან და ნაირფერწიწვიან ფორმებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოჭი&oldid=2433503“-დან