სოინჯი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სოინჯი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Nigella | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სოინჯი (Nigella) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. 25-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში.საქართველოში გვხვდება Nigella sativa-ს თესლებს საკაზმ-სანელებლად ხმარობენ. დამასკუტი სოინჯი (Nigella damascena) დეკორატიულია, მოლურჯო-მოიისფრო ან თეთრი ყვავილები აქვს. ჩვენში მხოლოდ იმერეთსა და კახეთში იზრდება. გვხვდება დანაგვიანებულ ადგილებში, ბაღებში, ვენახებში, ზოგჯერ ყანებში. ორივე სახეობა თაფლოვანი და სამკურნალოა (ხმარობენ ხალხურ მედიცინაში).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 451, თბ., 1985 წელი.