სკორპენისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკორპენისებრნი
Scorpaena scrofa.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Scorpaenidae

სკორპენისებრნი (Scorpaenidae) — თევზების ოჯახი სკორპენისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 90 სმ, მასა — 1,5-2 კგ აღწევს. ზურგის ფარფლის სხივების ძირში შხამიანი ჯირკვალია მოთავსებული. ოჯახში 70-ზე მეტი გვარია. გავრცელებულია ცხელი და ზომიერი სარტყლების ზღვებში გვხვდება 4 გვარის 13 სახეობა. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გავრცელებულია ზღვის ჩიქვი (ზღვის მორიელი) (Scorpaena porcus). სკორპენისებრნის ზოგი სახეობა ცოცხლადმშობია (მაგ. ზღვის ქორჭილა შობს 2 მილიონამდე ლიფსიტას). იკვებებიან თევზებით და კიბოსნაირებით. აქვთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, უმთავრესად გაყინულსა და შებოლილს.

ლიტერატურა[რედაქტირება]