სიფონოვანი წყალმცენარეები (ლათ.Siphonophyceae) — მწვანე წყალმცენარეებისკლასი, ზოგიერთი სიფონოვანი წყალმცენარეების (კაულერპა) ზომა 0,5 მ აღემატება. თალუსი არაუჯრედული აგებულებისაა (ტიხრების გარეშე), რამდენიმე ბირთვს და მრავალ ქლოროპლასტს შეიცავს, ძაფისებრი ან სფერულია, ან კიდევ დაყოფილია ცილინდრულ და ფოთლისებრ ღეროებად.
სიფონოვანი წყალმცენარეები მრავლდება ვეგეტატიურად, სქესობრივად, იშვიათად უსქესოდ. 30-მდე გვარი აერთიანებს 300-მდე სახეობას. იზრდებიან ძირითადად თბილ ზღვებში. მათ შორის შავ ზღვაში ცნობილია 10-მდე სახეობა. ტროპიკულ ქვეყნებში ზოგიერთ სიფონოვანი წყალმცენარეებს საკვებად იყენებენ. ნამარხი სიფონოვანი წყალმცენარეები გვხვდება ორდოვიციული პერიოდიდან.