კაულერპა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაულერპა (ლათ. Caulerpa), მწვანე წყალმცენარეების გვარი სიფონოვანთა რიგისა. მოიცავს 60-მდე სახეობას, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. მათი თალუსი ერთი მრავალბირთვიანი დიპლოიდური უჯრედია, რომლის მოპირდაპირე კედლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ცელულოზოვანი ხიდაკებით (სიფონოვანი აგებულება). შედგება 1 მ-მდე გაწოლილი დატოტვილი ნაწილისაგან, რიზოიდებისა და 30 სმ-მდე სიგრძის ფოთლის მსგავსი ვერტიკალური ყლორტებისაგან. მრავლდება სქესობრივად (იზოგამია) და ვეგეტატიურად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 439, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები