მწვანე წყალმცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე წყალმცენარეები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Chlorophyta

მწვანე წყალმცენარეები (ლათ. Chlorophyta) — უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება (ტიპი). ერთუჯრედიანი, კოლონიური, მრავალუჯრედიანი (ძაფისებრი, იშვიათად სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ფირფიტისებრი) და არაუჯრედული აგებულების მწვანედ შეფერილი ფორმებია. მრავლდებიან ვეგეტატიურად (ერთუჯრედიანის ორად დაყოფა, ძაფოვანის ან კოლონიის გრაფმენტაცია), უსქესოდ (ზოოსპორებით ან უმოძრაო სპორებით) და სქესობრივად (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია, კონიუგაცია).

მწვანე წყალმცენარეები იყოფა 2 ქვეგანყოფილებად: საკუთრივ მწვანეებად (ლათ. Chlorophytina) და კონიუგატებად (ლათ. Conjugatophytina). ცნობილია 5700-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია უმთავრესად მტკნარ წყალში, გვხვდება ზღვაშიც, ზოგიერთი ხის ქერქზე, ნიადაგში და სხვა ადგილებში. ერთუჯრედიანი და კოლონიური მწვანე წყალმცენარეები პლაქტონში მასობრივი გამრავლების დროს იწვევს წყლის „ყვავილობას“, რაც ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე, ისე ჰიდრობიონტთა ცხოვრებაზე. ზოგიერთ მწვანე წყალმცენარეებს (ულვა მონოსტომა) აღმოსავლეთ აზიაში საკვებად იყენებენ. ბევრ ქვეყანაში ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები (მაგ., ქლორულა, სცენედესნუსი და სხვა), როგორც მაღალკალორიული საკვები, ფართოდ არის კულტივირებული. კულტურებს იყენებენ ასევე დახურულ ეკოსისტემებში (კოსმოსურ ხომალდებზე და სხვაგან) ჰაერის რეგენერაციისა და ჩამდინარე წყლის ბიოლოგიური გასუფთავებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 38—39, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973