სიუდად-ობრეგონი
|
ქალაქი
სიუდად-ობრეგონი
Ciudad Obregón
|
სიუდად-ობრეგონი (ესპ. Ciudad Obregón) — ქალაქი მექსიკაში, სონორის შტატის სიდიდით მეორე ქალაქი. მდებარეობს შტატის აშშ-სთან საზღვრიდან (ჩრდილოეთით) 525 კმ-ით სამხრეთით, მდინარე იაკის ხეობაში. წარმოადგენს კახემეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ისტორია [რედაქტირება]
ქალაქის ძველი სახელწოდებაა კახემე. ამჟამინდელი სახელი მექსიკელი რევოლუციონერის — ალვარო ობრეგონის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც წარმოშობით ახლომდებარე ქალაქ უატაბამპოდან იყო. რევოლუციის შემდეგ ალვარო ობრეგონი მექსიკის პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც და იაკის ხეობაში „აგრარული რევოლუცია“ წამოიწყო; გააუმჯობესა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ხეობა ქვყნის ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ აგროკლუტურულ რეგიონად აქცია. მას შემდეგ რაც გააუმჯობესა ხორბლის შემგუებლობითი უნარი, აქ მუშაობდა „მწვანე რევოლუციის“ არქიტექტორი, ამერიკელი აგრონომი ნორმან ბორლოუგი, რომელმაც შემდეგ ნობელის პრემია მიიღო.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ესპანური) Office for Conventions and visitors.
- (ინგლისური) Ciudad Obregón English Tourist Information Website
- (ესპანური) news, pics, events in Ciudad Obregón