სიუდად-დე-ლა-კოსტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სიუდად-დე-ლა-კოსტა
Ciudad de la Costa
ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დეპარტამენტი კანელონესი
შიდა დაყოფა Solymar, San José de Carrasco, Shangrilá, Barra de Carrasco, Lagomar, Lomas de Solymar, Parque Carrasco და Colinas de Solymar
კოორდინატები 34°49′00″ ს. გ. 55°57′00″ დ. გ. / 34.81667° ს. გ. 55.95000° დ. გ. / -34.81667; -55.95000
დაარსდა 1994
ფართობი 57 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17 მეტრი
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 95 176 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი +598 2
საფოსტო ინდექსი 15000 - 15008
ოფიციალური საიტი ciudaddelacosta.com.uy
სიუდად-დე-ლა-კოსტა — ურუგვაი
სიუდად-დე-ლა-კოსტა

სიუდად-დე-ლა-კოსტა (ესპ. Ciudad de la Costa) — ქალაქი ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში, რიო-დე-ლა-პლატის ნაპირზე. მიიჩნევა მონტევიდეოს მეტროპოლიის გაგრძელებად, რომელიც მას დასავლეთით ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან კი კოსტა-დე-ორო აკრავს. ამჟამინდელი სახელი ეწოდა და ქალაქად გამოცხადდა 1994 წლის 19 ოქტომბერს. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, სიუდად-დე-ლა-კოსტა ურუგვაის სიდიდით მესამე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.

სიუდად-დე-ლა-კოსტა ეწოდება მუნიციპალიტეტსაც, რომელსაც ის მიეკუთვნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ტერიტორია, რომელსაც 16 კმ სიგრძის ქვიშიანი პლაჟი აკრავს, XIX საუკუნეში რინკონ-დე-კარასკოს სახელით იყო ცნობილი. დასახლება თანდათან XX საუკუნიდან დაიწყო და წარმოიქმნა კურორტები. არეალის მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ მხოლოდ ზაფხულში და უქმე დღეებში ცხოვორბს, დანარჩენ ნაწილს კი მონტევიდეოში ატარებს. მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილიც მონტევიდეოშია დასაქმებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]