სინახერიბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინახერიბი (ასურ. სინახერება) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 705-680 წლებში. თავისი მამის სარგონ II-გან განსხვავებით, საშინაო პოლიტიკის გატარებისას ყველაფერს არმიის ინტერესებს უმორჩილებდა. ქურუმები და არისტოკრატიის ზედა ფენა გადაიმტერა. ძვ. წ. 702 წელს ჩააქრო ქალაქ ბაბილონის მეთაურობით მოწყობილი აჯანყება. მალე იუდეის მეფე იეზეკიაც აჯანყდა. სინახერიბმა ალყა შემოარტყა იერუსალიმს მაგრამ მალე იძულებული გახდა გამოსასყიდი მიეღო და უკან გაბრუნებულიყო. ძვ. წ. 689 წელს აიღო ბაბილონი, რომელიც მეორეჯერ აუჯანყდა. ადგილობრივი მცხოვრებნი მონებად გაყიდა, ხოლო ქალაქი მთლიანად დაანგრია. სინახარიბმა დედაქალაქი დურ-შარუქინიდან ისევ ნინევიაში გადაიტანა, სადაც დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. ძვ. წ. 680 წელს შეთქმულებმა მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]