ასარხადონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასარხადონი (ასურ. აშურ-ახე-იდდინნა), ასურეთის მეფე ძვ. წ. 680-ძვ. წ. 669 წლებში. გამეფდა სამოქალაქო ომის შედეგად. საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა ვაჭრებს, ქურუმებს. აღადგინა თავისი მამის სინახერიბის მიერ დანგრეული ბაბილონი. მსხვილ სავაჭრო-კულტურულ ცენტრებს დაუბრუნა პრივილეგიები და გადასახადებისაგან გაატავისუფლა. წარმატებით ეწეოდა დაპყრობით პოლიტიკას. ასურეთს კვლავ დაუმორჩილა სირია, პალესტინა, ფინიკია, დაიპყრო ეგვიპტე (ძვ. წ. 675-ძვ. წ. 671). ასარხადონს ბრძოლები ჰქონდა არამეულ, ირანულ და იმიერკავკასიიდან შემოსეულ ტომებთან. პირველი ცნობები ასურეთის ახალი მტრების — კომერიელების და სკვითების შესახებ შემონახულია ასარხადონის წარწერებში. ასარხადონმა თავისი სამფლობელო ორ შვილს გაუყო: ასურეთი ასურბანიფალს არგუნა, ბაბილონი — შამაშმუქუნს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე