სიმართლის დრო (ტელეგადაცემა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმართლის დრო
"სიმართლის დრო"
ფორმატი ფსიქოლოგიური შოუ
ავტორი შალვა რამიშვილმა გადმოიღო აშშ-ის შოუსგან
რეჟისორი ნოე სულაბერიძე
რედაქტორი ზურაბ ფანქველაშვილი
წამყვანი შალვა რამიშვილი, შემდეგ ნანკა კალატოზიშვილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ეთერი
ორიგინალური არხი იმედი
ჩვენების ფორმატი 4:3
პირველად ეთერში 20 ოქტომბერი, 2009

სიმართლის დრო — ტელეგადაცემა ტელეკომპანია იმედის ეთერში 20 ოქტომბერიდან, 200910 აგვისტომდე, 2010[1]. სიმართლის დრო ამერიკული The Moment of Truth-ის ქართული ანალოგია. შოუს თავდაპირველი წამყვანი იყო შალვა რამიშვილი, ხოლო შემდეგ – ნანკა კალატოზიშვილი.

შოუს შესახებ[რედაქტირება]

მოთამაშისთვის შედგენილია პირადული ხასიათის 21 კითხვა, რომელთაც თავისი საფასური აქვს. კითხვების თემები სხვადასხვაა. რედაქტორები ეხებიან როგორ ოჯახს, ასევე ინტიმურ ცხოვრებას და გნათქმულ სკანდალებს. პასუხების – დიახ ან არა – სისწორეს ადგენს ტესტირება პოლიგრაფზე, რომელიც სტუდიაში სატელევიზიო ჩაწერამდე ტარდება. თამაში მოიცავს 6 ეტაპს – მხოლოდ გულწრფელი პასუხები იძლევა ყოველ შემდგომ საფეხურზე გადასვლის უფლებას.

მონაწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს თამაში და წაიღოს მოგებული თანხა. იმ შემთხვევაში თუ აგრძელებს იგი რისკის ქვეშ აყენებს მოგებულ თანხას, გარდა პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ მოგებული, გარანტირებული 400 ლარისა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეს რჩება.

შოუს პირველი მონაწილე ნინა წკრიალაშვილი იყო (მომღერალი). ასევე შოუს სტუმრები თავის დროზე იყვნენ ანრი ჯოხაძე (მომღერალი), ჯაბა ქარსელაძე (მომღერალი), გიორგი ყიფშიძე (მსახიობი), ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი), შორენა ბეგაშვილი (მსახიობი), თამაზ კანდელაკი (ლექტორი), ირინა სარიშვილი (პოლიტიკოსი), კესარია აბრამიძე (ტრანსსექსუალი) და ა.შ.

გადაცემის ბოლო გამოშვება 10 აგვისტოს[2] შედგა, რის შემდეგაც ”იმედის” ეთერში პროგრამა არ გასულა. სტუმარი თვით წამყვანი ნანკალა კალატოზიშვილი იყო, ხოლო წამყვანის ფუნქციას ნოე სულაბერიძე ასრულებდა.

ეტაპი კითხვათა
რაოდენობა
მოგებული
თანხა
I 6 400
II 5 4 000 ლ
III 4 10 000 ლ
IV 3 20 000 ლ
V 2 40 000 ლ
VI 1 100 000 ლ

სქოლიო[რედაქტირება]