კესარია აბრამიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კესარია აბრამიძე
დაბადების სახელი ბესო აბრამიძე
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1987[1]

კესარია აბრამიძე (დ. ბესო აბრამიძე, 18 აგვისტო, 1987) — ქართველი მსახიობი და მოდელი. იგი პირველი ქართველია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ტრანსსექსუალია.[2] ხშირად იწვევენ სხვადასხვა გადაცემაში. პირველად გადაიღეს სერიალში „ფსიქოპატთა თამაშები“. 2018 წელს კესარია აბრამიძემ მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საქართველო წარადგინა.[3] 2015 წელს იგი საცვლების რეკლამაში გადაიღეს.[4] სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც მას შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა.[5] 2015 წელს მოწვეული იყო დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში „მძიმე კაცთან“.[6] გაკეთებული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, აქვს მკერდი. 2014 წელს კესარია აბრამიძემ განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.[7] ჰობი — ხატვა, მაკიაჟის კეთება და ტრანსფორმაცია. ჰყავს უმცროსი და ანა აბრამიძე.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]