სესარ ჩავესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესარ ჩავესი
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1927(1927-03-31)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი იუმა, იუმის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1993(1993-04-23)[5] [1] [2] [4] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-ლუისი, არიზონა[6]
მოქალაქეობა  აშშ
მეუღლე/ები ჰელენ ფაბელა ჩავესი
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, პრემია „Pacem in Terris“, შრომის საპატიო დარბაზი, განდის მშვიდობის პრემია, ჯეფერსონის ჯილდო ჩაგრულთა დახმარებისათვის და კალიფორნიის დიდების დარბაზი

სესარ ესტრადა ჩავესი (ესპ. César Estrada Chávez; დ. 31 მარტი,1927 — გ. 23 აპრილი,1993) — ამერიკელი უფლებადამცველი, მუშებისა და მიგრანტების სოციალური უფლებებისთვის მებრძოლი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გმირი, ვეგანიზმის მომხრე.[7][8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სესარ ჩავესი დაიბადა 1927 წლის 31 მარტს ქალაქ იუმასთან (არიზონა, აშშ) მექსიკელთა ოჯახში, რომელთა წინაპრები ცხოვრობდნენ არიზონაში მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს შეუერთდებოდნენ.

მას შემდეგ, რაც სესარის მშობლებმა „დიდი დეპრესიის“ დროს დაკარგეს საკუთარი ბიზნესი, ბიჭი იძულებული გახდა ათი წლის ასაკში დაეწყო მუშაობა ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო ფერმაში.იმისთვის,რომ სესარს თავად უწევდა ეზრუნა საკუთარი თავის რჩენაზე,მას სწავლის დამთავრება მოუწია რვაწლედის ბოლოს (ჩავესმა სწავლის პერიოდში ოცდაათზე მეტი სკოლა შეცვალა სხვადსხვა სახის სოციალური და ფინანსური სირთულის გამო).

1946 წელს სესარ ჩავესი გამოიძახეს აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურში, რომელიც მიმდინარეობდა დასავლეთ წყნარ ოკეანეში. დემობილიზაციის შემდეგ იგი დასახლდა ცენტრალურ კალიფორნიაში. იქ სესარმა გაიცნო გოგონა, სახელად ჰელენ ფაბელა და ისინი მალევე დაქორწინდნენ.

1952 წელს, 25 წლის ასაკში, სესარ ჩავესმა დაიწყო უფლებათადაცვითი საქმიანობა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ესპანელების სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფთან ერთად. ამ ორგანიზაციაში მომუშავე ახალგაზრდამ არა მხოლოდ ფული გამოიმუშავა, არამედ გულწრფელად სურდა გაჭირვებულთა დახმარება და თითქმის მთელი დროს და ენერგიას მუშაობას უთმობდა. სესარის უპრეცედენტო თავდადებამ ნაყოფი გამოიღო, ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნიეს და რამდენიმე წლის შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ამ მიმართულებას.

1962 წელს სესარ ჩავესმა დატოვა თავისი წინა სამსახური, რათა აქტიური მონაწილეობა მიეღო ფერმის მუშაკთა ეროვნული ასოციაციის (NFWA) ჩამოყალიბებაში — აშშ-ს სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი (ახლანდელი United Farm Workers). სოფლის მეურნეობის მუშაკთა ეროვნული ასოციაციის პირველი მნიშვნელოვანი აქცია იყო 1965 წლის ყურძნის მკრეფავთა გაფიცვა და სუფრის ყურძნის ბოიკოტის ორგანიზება შეერთებულ შტატებში.ხუთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ვენახის მეპატრონეები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ: ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ და მკრეფავებისთვის სამუშაო პირობები გაეუმჯობესებინათ.სესარი ამით არ ჩერდება და აგრძელებს ბრძოლას მუშათა უფლებებისთვის, კერძოდ, სამჯერ იშიმშილა, ითხოვდა რა მსხვილი მწარმოებლებისგან შეეცვალათ დამოკიდებულება მუშების მიმართ. ჩავესი გრძნობს, რომ მას აკლია ცოდნა და უბრუნდება სწავლას, უთავსებს რა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობას. სწავლობს ფილოსოფიას, ეკონომიკას, სამართალს და პროფკავშირული საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა მეცნიერებებს.

1993 წლის 23 აპრილს სესარ ჩავესი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილმა მას იმ დროს მოუსწრო, როცა მორიგი ბოიკოტს ხელმძღვანელობდა ყურძნის მოყვანისთვის მავნე პესტიციდების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შეერთებულ შტატებში რამდენიმე ქუჩა, სკოლა და პარკი სესარ ჩავესის სახელს ატარებს.
  • 2004 წელს მისი ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში გამოუშვეს საფოსტო მარკა.
  • 2014 წელს აქტივისტის შესახებ გადაიღეს მხატვრული ფილმი "Cesar Chavez[en]" (აშშ - მექსიკა).[9]
  • სესარ ჩავესის დღე — ოფიციალური დღესასწაული შეერთებულ შტატებში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება სეზარ ჩავესის დაბადების დღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. http://www.nytimes.com/1993/04/24/obituaries/cesar-chavez-66-organizer-of-union-for-migrants-dies.html
  4. 4.0 4.1 Munzinger Personen
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. https://www.findagrave.com/memorial/6359132/c%C3%A9sar-estrada-ch%C3%A1vez
  7. Sophie Morris. (2009-06-19) Can you read this and not become a vegan?. The Ecologist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-22. ციტატა: „he remembers Cesar Chavez, the Mexican farm workers activist and a vegan“ ციტირების თარიღი: 2011-02-25.
  8. Ramirez, Gabriel. (2006-01-04) Vegetarians add some cultural flare to meals. Más Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-12. ციტატა: „Cesar was a vegan. He didn’t eat any animal products. He was a vegan because he believed in animal rights but also for his health“ ციტირების თარიღი: 2011-02-25.
  9. Cesar Chavez (film)