სეიდების მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეიდების მოძრაობა — ანტიფეოდალური და ანტიმონღოლური სახალხო მოძრაობა XIV საუკუნეში მაზანდარანსა და გილანში. მოძრაობას მეთაურობდა სუფიური დერვიშული ორდენის ჰასანიეს შეიხი და ხორასანში სარბედართა აჯანყებების მონაწილე სეიდ ყავამ ალ-დინ მარაში. 1360 წელს შეიქმნა სეიდების სახელმწიფო, რომელიც ახლოს იდგა სარბედართა სახელმწიფოსთან. ამ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა შეიხი მარაში. 1392 წელს სახელმწიფო დაიპყრო თემურლენგმა. 1406 წელს ახალი სახელმწიფო აჯანყების შედეგად სეიდების სახელმწიფო აღდგა და თანდათანობით გადაიქცა ჩვეულებრივ ფეოდალურ სახელმწიფოდ, რომელმაც XVI საუკუნის დასასრულამდე იარსება. ანალოგიური „სეიდური“ სახელმწიფო წარმოიშვა 1370 წელს გილანის აღმოსავლეთ ნაწილში (დედაქალაქი ლაჰიჯანი) სახელმწიფო მოძრაობის შედეგად შეიხ ალა ქიიას მეთაურობით. ამ სახელმწიფომ 1592 წლამდე იარსება. ორივე სახელმწიფო სეფიანებმა გაანადგურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]