სებასტიან ბრანტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სებასტიან ბრანტი

სებასტიან ბრანტი
დაბ. თარიღი 1458
დაბ. ადგილი სტრასბურგი
გარდ. თარიღი 10 მაისი, 1521
გარდ. ადგილი სტრასბურგი
ეროვნება გერმანელი
მიმდინარეობა გრობიანიზმი

სებასტიან ბრანტი (გერმ. Sebastian Brant; დ. 1458, სტრასბურგი — გ. 10 მაისი, 1521, სტრასბურგი) — გერმანელი მწერალი, ჰუმანისტი. ავტორია მრავალი მეცნიერული პუბლიცისტური და პოეტური ნაწარმოებისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ბრანტის გალექსილი სატირულ-ეპიკური, დიდაქტიკური ნაწამოები „სულელების გემი“ (1494). მასში მხილებულია რაინდების ძალადობა, სამღვდელოების მომხვეჭელობა, დაგმობილია „ადამიანური სისულელის“ ნაირგვარი გამოვლენა: ეგოიზმი, ანგარება, ლოთობა, გაიძვერობა და სხვა. თხზულება ითარგმნა მრავალ ენაზე. მან ხელი შეუწყო სატირული ლიტერატურის, კერძოდ გრობიანიზმის ნაკადის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]