საყარაულო
საყარაულო | |
---|---|
კოორდინატები: 41°57′28″ ჩ. გ. 46°00′54″ ა. გ. / 41.95778° ჩ. გ. 46.01500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1743 მ |
ქედი | საყარაულოს ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ასაკი | შუაიურული |
სურათები ვიკისაწყობში |
საყარაულო — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების საყარაულოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1743 მ. კონუსისებური ფორმისაა, წვერი მნიშვნელოვნად მობრტყელებული აქვს. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 202.