საქაჯეკარის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქაჯეკარის მღვიმე — კომპლექსური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუნიკაურში.

მდებარეობს მდ.თაბაგრებისწყლის მარჯვენა ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, იწყება ვრცელი თაღოვანი შესასვლელით, რომელიც 10 მეტრზე ხვრელისებურ ნაპრალში გადის და ნაზვავით იქოლება, მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 700 მ, მდ.თაბაგრებისწყლის დონიდან 45 მეტრი. ფსკერის ფართობი 1275 კვ/მ, საერთო მოცულობა 1530 მ3, სიგრძე 30 მეტრი, სიგანე 1.5-22 მ, ხოლო სიმაღლე 1.5-3 მ. მღვიმის წინა დარბაზი კარგად არის განათებული, მღვიმეში გაედინება მცირე დებიტიანი ნაკადი. მღვიმეში ბინადრობენ მწერები, ობობები და სხვ. გამოკვლეულია ზ.ლეჟავას მიერ 1988 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19354