საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოს ლოგო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსაქართველოს სახელმწიფო უწყება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც უშუალოდ მას ექვემდებარებოდა. მოქმედებდა 2014 წლის 1 იანვრიდან.[1]

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო გადავიდა სახელმწიფოებრივი მოწყობის საპარლამენტო მოდელზე, ანუ აღმასრულებელი ფუნქცია სრულად გადაეცა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, მთავრობა და მისდამი დაქვემდებარებული უწყებები ახორციელებდნენ სრული სპექტრის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა კოორდინაციის ახალი მექანიზმის შემუშავება და ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.[2]

საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ მუდმივი [პრემიერ-მინისტრი (თავმჯდომარე), ფინანსთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში (მდივანი)] და მოწვეული (ზოგიერთი სხვა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და სხვ.) წევრები.[1]

2017 წლის 22 ნოემბერს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო კრიზისების მართვის საბჭო როგორც ცალკე ორგანო გაუქმდებოდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან გაერთიანდებოდა;[3] ეს უკანასკნელი კრიზისების საბჭოს შექმნამდეც არსებობდა. აღნიშნულ ცვლილებებს (სხვა ცვლილებებთან ერთად) პარლამენტმა მხარი 7 დეკემბერს დაუჭირა.[4] საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საბჭო გაუქმდა 2017 წლის 15 დეკემბერს.[5]

საბჭოს მდივნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (6 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  2. „კრიზისების მართვის საბჭომ ბოლო სამ წელში დაახლოებით 15 მილიონი დახარჯა და ახლა უფუნქციო ორგანოდ გამოცხადდა“. factcheck.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „კრიზისების მართვის საბჭო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთიანდება“. On.ge. 13 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა“. Civil.ge. 7 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (15 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  6. „პრემიერის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად მინდია ჯანელიძე დაინიშნა“. newposts.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დაინიშნა“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. მ. ჯანელიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საქართველოს მთავრობა. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024
  9. მინდია ჯანელიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. declaration.acb.gov.ge (2018). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024
  10. გიორგი მღებრიშვილის დეკლარაცია. declaration.acb.gov.ge (2019). ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2024