საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სახელმწიფო დროშა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე — დღესასწაული საქართველოში, რომელიც აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.[1] საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.[2]

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.[3] ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]