საქართველოს სანაპირო დაცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სანაპირო დაცვასაქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო განშტოება, დაქვემდებარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხისმგებელია საქართველოს 310 კილომეტრიან სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების დაცვაზე. სანაპირო დაცვის მთავარ დავალებებს წარმოადგენს: ტერიტორიული წყლების გამგეობა, ზღვის დაბინძურებისგან დაცვა, საზღვაო სამართალდაცვა, ძებნის და გადარჩენის დავალებების შესრულება, პორტების დაცვა და საზღვაო თავდაცვა. ყოფილი საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები გაერთიანდა სანაპირო დაცვაში 2009 წელს.

საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შტო 2009 წლამდე, როცა ის შეუერთდა სანაპირო დაცვას და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა 19 ხომალდი და 531 ეკიპაჟის წევრი, რომელთაგან 181 იყო ოფიცერი, 200 NCO, 114 ახალწვეული და 36 სამოქალაქო პირი.

საქართველოს სანაპირო დაცვის შტაბ-ბინა და მთავარი ბაზა მდებარეობს ფოთის შავი ზღვის პორტში, მეორე, უფრო პატარა ბაზა მდებარეობს აჭარაში, ბათუმში. სანაპირო დაცვა ასევე მოიცავს სპეციალურ კონტრტერორისტულ დანაყოფს. საზღვაო სადაზვერვო რადარები განთავსებულია ანაკლიაში, ფოთში, სუფსაში, ჩაქვსა და გონიოში და საერთო ჯამში ფარავს ტერიტორიულ წყლებს მთლიანად.

2021 წლისათვის საქართველოს სანაპირო დაცვის მეთაურია კაპიტანი რამაზ პაპიძე.

საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტი შედგება შემდეგი ხომალდებისგან:

კლასი (ტიპი) რაოდენობა სახელები
კორვეტები
გრიშას კლასის კორვეტი[1] 2
ტორპედოები
ტურიას კლასის ტორპედო[1] 1
მურავეის კლასის ტორპედო/საპატრულო ნავი[1] 3
სარაკეტო ხომალდები
ლა კომბატანე II კლასის სწრაფი მოიერიშე/სარაკეტო ხომალდი[1] 1 დიოსკურია საქართველოს დროშა
ყოფილი:ანიოსი საბერძნეთის დროშა
მატკას კლასის სარაკეტო ხომალდი[1] 1 თბილისი საქართველოს დროშა
ყოფილი:კონოტოპი უკრაინის დროშა
საპატრულო ხომალდები
ლინდაუს კლასის ტრალერი[1]
სტენკას კლასის საპატრულო ხომალდი[1] 2 ბათუმი საქართველოს დროშა
გიორგი თორელი საქართველოს დროშა
პოინტ კლასის კატარღა[1] 2 გენერალი მაზნიაშვილი საქართველოს დროშა
ცოტნე დადიანი საქართველოს დროშა
რეალიანს კლასის კატარღა[1] 2
MRTP 34 სწრაფი მოიერიშე/საპატრულო ხომალდი[1][2] 2
აკენატას კლასის საპატრულო ხომალდი[1] 1
დილოს კლასის საპატრულო ხომალდი[1] 2
AB-25 კლასის საპატრულო ხომალდი[1] 1
ჟუკის კლასის საპატრულო ხომალდი[1] 9
კაან 33 კლასის საპატრულო ხომლადი[1] 1
აილენდ კლასის საპატრულო ხომალდი[3] 2 ოჩამჩირე საქართველოს დროშა
დიოსკურიასაქართველოს დროშა
ტრალერები
იევგენიას კლასის ტრალერი[1] 4
ამფიბიური სადესანტო ხომალდები
LCM[1] 4
LCU[1] 2
LCT[1] 2
საქართველოს სანაპირო დაცვის ბაზები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 John Pike. Maritime Defense Force (MDF) / Georgia Navy. ციტირების თარიღი: 14 December 2014
  2. MRTP 34 FAST PATROL ATTACK CRAFT GEORGIA -SUKHUMI.flv. YouTube. ციტირების თარიღი: 14 December 2014
  3. Coast Guard Transfers Two Former Cutters To Republic Of Georgia. Coast Guard News (4 October 2016). ციტირების თარიღი: 5 October 2016