საუდარკროუკური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
საუდარკროუკური
Sauðárkrókur
|
საუდარკროუკური (ისლ. Sauðárkrókur) — ქალაქი ისლანდიაში.
სექციების სია |
გეოგრაფია და ეკონომიკა[რედაქტირება]
ქალაქი საუდარკროუკური მდებარეობს ისლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სკაგა-ფიორდზე.საუდარკროუკური ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 295 კილომეტრითაა დაშორებული . ადმინისტრაციულად შედის სკაგაფიორდურის სისლაში და ნორდურლენდ ვესტრას რეგიონში. მოსახლეობის რაოდენობა 2.555 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი არის რეგიონის სავაჭრო ცენტრი. აქ ასევე განვითარებულია მეთევზეობა და თევზგადამუშავება, სარძევე მეურნეობა. საუდარკროუკური მეცხენეობის ცენტრია ისლანდიაში.
ისტორია[რედაქტირება]
- 1871 წელს ახლანდელ საუდარკროუკურის ტერიტორიაზე წარმოიშვა პირველი მუდმივი დასახლება.
- 1900 წელს ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 400 ადმიანი.
- 1947 წელს საუდარკროუკურიმ მიიღო ქალაქის სტატუსი.
- 1998 წელს შევიდა სკაგაფიორდურის სისლაში.
კლიმატი[რედაქტირება]
საუდარკროუკურიში საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში დაბალია - 3,1°C (37,5°F). წლის განმავლობაში ყველაზე ცივი პერიოდი არის იანვარი. საშუალო წლიური ნალექის რაოდენობა შეადგენს 514 მმ (20 დიუმი).