სისლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სისლები ფარერის კუნძულებზე.

სისლა (ფარ. Sýsla) — (ისტორიული) ადმინისტრაციული ერთეული სკანდინავიის ქვეყნებში.

იმის მიუხედავად, რომ ტერმინი «სისლა» უკვე არ გამოიყენება დანიასა და ნორვეგიაში, ეს ტერმინი გამოიყენება ისლანდიაში და ფარერის კუნძულებზე.

ფარერის კუნძულებზე არის ექვსი ისტორიული სისლა: ნოროიარი, ესტუროი, სტრეიმოი, ვოარი, სანდოი, სუვუროი. დღეისთვის სისლა ტექნიკური თვალსაზრისით „საპოლიციო ოლქს“ აღნიშნავს, ტერმინი ასევე ფართოდ გამოიყენება გეოგრაფიული რეგიონის აღსანიშნავად. ადრეულ ხანაში ყოველ სისლას ყავდა თავისი თინგი (საკრებულო), სადაც იკრიბებოდა ეგრეთ წოდებული - várting (გაზაფხულის კრება).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სისლა&oldid=2398088“-დან