სატპურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სატპურა
კოორდინატები: 21°59′ ჩ. გ. 74°52′ ა. გ. / 21.983° ჩ. გ. 74.867° ა. გ. / 21.983; 74.867
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
უმაღლესი წერტილი დჰუპგარჰი
სიმაღლე 1350 
სიგრძე 900 კმ
სატპურა — ინდოეთი
სატპურა

სატპურა (ინგლ. Satpura Range) — მთიანეთი ინდოეთში. დეკანის ზეგნის ნაწილი. ადმინისტრაციულად ვრცელდება მადჰია-პრადეშის, მაჰარაშტრის, ჩატისგარჰისა და გუჯარათის შტატების ტერიტორიაზე. გადაჭიმულია დაახლოებით 900 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 1350 მ (მთა დჰუპგარჰი). განფენილია მდინარეების ნარმადისა და ტაპტის ხეობებს შორის.[1]

ჩრდილოეთ ნაწილშია მაჰადეო, აღმოსავლეთით მაიკალა, ხოლო დასავლეთით რაჯპიპლა. აგებულია უმეტესწილად ბაზალტური ლავებით გადაფარებული კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და კვარციტებით. მწვერვალები ხშირად პლატოსებრია, სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი უფრო დამრეცი. კალთები ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით.[2]

მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზეა მარგანეცისა და ქვანახშირის საბადოები. დასავლეთ ნაწილში იზრდება ტექტონა. მაჰადეოში განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სატპურის მთიანეთის ფარგლებშია კურორტი პაჩმარჰი და ქალაქი ჩჰინდვარა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. M.S. Kohli. Mountains of India: Tourism, Adventure and Pilgrimage, 2002
  2. 2.0 2.1 Satpura Range Written and fact-checked by The Editors of Encyclopædia Britannica