სარგის კაკაბაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.
სარგის კაკაბაძე
დაიბადა სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე
7 ოქტომბერი/19 ოქტომბერი, 1886
სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი
გარდაიცვალა 2 აპრილი, 1967
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი.

სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 7 ოქტომბერი/19 ოქტომბერი, 1886, სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1911-1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918-1932 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1921-1926 — საქართველოს ისტორიის არქივის გამგე, 1945-1961 — იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე. 1924-1934 წლებში ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.

გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924-1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კაკაბაძე საურ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 323, თბ., 1980 წელი.
  • ტუხაშვილი ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე. «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 4;
  • Шота Бадридзе, Саргис Несторович Какабадзе: Историк, филолог, 1886-1967 гг.; АН ГССР, Ин-т истории, археологии и этнографии им. Ив. Джавахишвили, Тбилиси Мецниереба, 1986.