საისტორიო კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საისტორიო კრებული“საქართველოს სსრ ცენტრალური არქივის პერიოდული გამოცემა (რედაქტორი სარგის კაკაბაძე). გამოვიდა 4 წიგნი (1928 - I და II, 1929 - III და IV). „საისტორიო კრებულში“ გამოქვეყნდა ს. კაკაბაძის ნარკვევები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე, ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები და საისტორიო დოკუმენტები. ოთხივე წიგნს ერთვის კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის განყობილება, რომელშიც დაბეჭდილია ს. კაკაბაძის რეცენზიები ქართველ მკვლევართა ისტორიის ნარკვევებზე. 1970-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა „საისტორიო კრებული“ აღადგინა, მაგრამ შვიდი ნომრის გამოცემის შემდეგ პროცესი შეწყდა. 2011 ოქტომბერში გამოვიდა „საისტორიო კრებულის“ განახლებული გამოცემის პირველი ნომერი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 666, თბ., 1984

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საისტორიო კრებულის I ტომის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. 2011 წ. 20 ოქტომბერი.