სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′35″ ჩ. გ. 30°21′09″ ა. გ. / 59.94306° ჩ. გ. 30.35250° ა. გ. / 59.94306; 30.35250
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810634000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი სტასოვი
თარიღდება 1825-1829

სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი (რუს. Спасо-Преображенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1825-1829 წლებში ვასილი სტასოვის პროექტის მიხედვით ადრე არსებული ტაძრის ადგილზე. არის კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი. ღვთისმსახურება არასოდეს შეწყვეტილა ტაძარში. 1920-1940-იან წლებში იყო ობნოვლენცების გავლენის ქვეშ.

სამხრეთის ეგვტერი ნაკურთხია სერგი რადონეჟელის სახელზე, ჩრდილოეთის ეგვტერი კი რომის პაპ კლემენტ I-ისა და მთავარეპისკოპოს პეტრე ალექსანდრიელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ეკლესია ააგეს ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანებით 1743-1754 წლებში არქიტექტორ მიხეილ ზემცოვის პროექტის მიხედვით. სამეგვტერიანი ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1743 წლის 9 ივნისს. მიხეილ ზემცოვის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი პიეტრო ტრეზინი, რომელმაც არაერთხელ შეცვალა პროექტი ბაროკოს სტილში. ტაძარი აკურთხა მთავარეპისკოპოსმა სილვესტერმა 1754 წლის 16 აგვისტოს. ხუთსართულიანი კანკელი შესრულებულია მოსკოველი ხელოსნების მიერ არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის ესკიზის მიხედვით.

1796 წელს, იმპერატორ პავლე I-ის მეფობის პერიოდში ფერისცვალების ეკლესიას მიენიჭა „მთელი გვარდიის ტაძრის“ წოდება.

1825 წლის 20 აგვისტოს ტაძარში ხანძარი გაჩნდა, თუმცა გადაარჩინეს ძირითადი სიწმინდეები. ტაძრიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. 1825-1829 წლებში იგი აღადგინა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა ამპირის სტილში, სწორედ ამ სახითაა ტაძარი მოღწეულ ჩვენს ეპოქამდე. აღდგენილი ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1829 წლის 17 აგვისტოს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი კვლავ მოქმედი იყო. 1935-1944 წლებში ტაძარი ობნოვლენცების ხელშო იყო და 1939 წელს მათი საკათედრო ტაძარი გახდა. ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში სარდაფში მოწყობილი იყო თავშესაფარი.

1946-1948 წლებში მიმდინარეობდა ფასადებისა და ინტერიერის რესტავრაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Невдачин И. И. Спасо-Преображенский всей гвардии собор: Краткий исторический очерк. — СПб, 1904.
  • Антонов В. В., Кобак А. В. Святыни Санкт-Петербурга: Христианская историко-церковная энциклопедия. — СПб: Лики России, 2003. — ISBN 5-87417-114-2.
  • Куфершейн Е. З., Борисов К. М., Рубинчик О. Е. Улица Пестеля (Пантелеймоновская). — Л.: Товарищество «Свеча», 1991.
  • Тыжненко Т. Е. Василий Стасов. — Л: Лениздат, 1990. — 192 с. — (Зодчие нашего города). — ISBN 5-289-00609-5.
  • Черепенина Н. Ю., Шкаровский М. В. Справочник по истории православных монастырей и соборов г. Санкт-Петербурга 1917-1945 гг. (по документам ЦГА СПб). — СПб: ЦГА СПб; НИЦ Мемориал, 1996. — 183 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]