სანთელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანთელა
Illustration Melampyrum pratense0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Melampyrum

სანთელა (Melampyrum) — ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ნახევრად პარაზიტებია, მოპირისპირედ განლაგებული მწვანე ფოთოლი აქვთ. ყვავილები განლაგებულია მფარავი ფოთლების იღლიებში და შეკრებილია თავთავის მსგავს ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფია. ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია 30-მდე სახეობა, მათგან საქართველოში იზრდება 4, მათ შორის ერთი (Melampyrum alboviana) საქართველოს ენდემია, მეორე (Melampyrum caucasicum) — კავკასიისა. უფრო გავრცელებულია ყანის სანთელა (Melampyrum arvense), რომელიც ზოგჯერ ნათესებშიც იზრდება სარეველად.

ლიტერატურა[რედაქტირება]