სამხრეთის გარდამავალი საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის გარდამავალი საბჭო
არაბ. المجلس الانتقالي الجنوبي

ორგანიზაციის ლოგო

სამხრეთ იემენის დროშა
შეიქმნა 4 აპრილი 2017(გამოცხადება)
11 მაისი 2017 (ფორმირება)
ტიპი სეპარატისული ორგანიზაცია. გარდამავალი მთავრობის ხელისუფლება
შტაბ-ბინა ადენი იემენი
აიდარუს ალ-ზუბაიდი
ქვეყანა იემენის დროშა იემენი
სამხრეთის გარდამავალი საბჭო რუკა
სამხრეთის გარდამავალი საბჭო რუკა
http://stcaden.com

სამხრეთის გარდამავალი საბჭო (არაბ. المجلس الانتقالي الجنوبي) — იემენის რესპუბლიკის სეპარატისტული სამთავრობო ორგანო, რომელიც შეიქმნა 2017 წელს სამხრეთის მოძრაობის მიერ იემენში სამოქალაქო ომის დროს.

2017 წლის 4 აპრილს შექმნილი საბჭო შედგება 26 წევრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობენ აიდარუს ალ-ზუბაიდი (პრეზიდენტი) და ჰანი ბინ ბრეიკა (ვიცე-პრეზიდენტი). სამხრეთის გარდამავალი საბჭო მართავს სამხრეთ იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს. სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ზოგიერთი წევრი იყო დალის, შაბვას, ჰადრამაუტის, ლაჰჯის, სოკოტრასა და ელ-მაჰრის პროვინციების გუბერნატორი.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამხრეთის გარდამავალი საბჭო და იემენის აღიარებული მთავრობა მოქმედებდნენ, როგორც მოკავშირეები შიიტური ჰუსიტური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გამწვავდა 2015 წელს იემენში არაბული კოალიციის ძალების შეყვანით საუდის არაბეთის მეთაურობით. მნიშვნელოვანი განსხვავება სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა და ჰადის მთავრობას შორის სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში მდგომარეობდა იმაში, რომ ცენტრალური მთავრობა იყო საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის საყრდენი, ხოლო სამხრეთის გარდამავალი საბჭო — კოალიციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრის — არაბეთის გაერთიანებული საამიროების. თუმცა, მოგვიანებით კონფლიქტი წარმოიშვა სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა და იემენის მთავრობას შორის. 2019 წელს სეპარატისტებმა დაიპყრეს ადენი, ცდილობდნენ რა ჰადის პოზიციები შეესუსტებინთ სამხრეთში. ამან არა მხოლოდ ანტიჰუსიტური კოალიციის დაშლას დაუდო დასაბამი, არამედ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის ინტერესთა შეჯახებაც კი გამოიწვია. საუდელებმა მათ შორის მოლაპარაკებები წამოიწყეს, რაც 2019 წლის ნოემბერშერ-რიადში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 27 აპრილს გაქცეულმა პრეზიდენტმა აბდრაბუჰ მანსურ ჰადიმ გამოსცა ბრძანებულება აიდარუს ალ-ზუბაიდის ადენის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან მისი მჭიდრო კავშირების,[2] არალოიალობისა და სამხრეთული მოძრაობის მხარდაჭერისთვის. 3 მაისს ადენში დიდი აქციები გაიმართა ჰადის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და ზუბაიდის მხარდასაჭერად. სამხრეთის გარდამავალი საბჭო ჩამოყალიბდა 2017 წლის მაისში. ერთი დღის შემდეგ ჰადიმ საბჭოს არალეგიტიმური უწოდა.[3]

სამხრეთ იემენის საკანონმდებლო ორგანო

2017 წლის 4 მაისს აიდრაუს ალ-ზუბაიდი, ადენის ყოფილი გუბერნატორი გამოვიდა სიტყვით ადენის თავისუფლების მოედანზე (არაბ. ساحة الحرية ). მის გამოსვლას სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ „ადენის ისტორიულ დეკლარაცია“ (არაბ. إعلان عدن التاريخي) უწოდა.[4][5]

2018 წლის 28 იანვრიდან, სამხრეთ გარდამავალი საბჭოს მიმართ ლოიალურად განწყობილმა სეპარატისტებმა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ადენში ჰადის მთავრობის შენობა. სამხრეთ გარდამავალი საბჭოს პრეზიდენტმა აიდარუს ალ-ზუბაიდიმ ადენში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამხრეთში ჰადის მმართველობის დამხობის პროცესი დაიწყო.

ადენის ბრძოლის დროს 2018 წელს საბჭომ კონტროლი დაამყარა ქალაქზე.

26 აპრილს სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ ცალმხრივად გამოაცხადა თვითმმართველობა იემენის სამხრეთ რეგიონებში (მოძრაობის წარმომადგენლები ჩიოდნენ, რომ ცენტრალურმა მთავრობამ არ შეასრულა 2019 წლის ნოემბერში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისას აღებული ვალდებულებები). სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ გამოაცხადა ავტონომიური ხელისუფლების მუშაობის დაწყება მის კონტროლის ქვეშ მყოფ ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის ადენში; გარდა ამისა, საუბარი იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იემენის მთავრობამ, პრეზიდენტ ჰადის ხელმძღვანელობით, სეპარატისტული მოძრაობის ინიციატივას უწოდა სამშვიდობო შეთანხმებების ვირტუალური რღვევა. განაცხადა, რომ თვითმმართველობის რეჟიმი შეიარაღებული აჯანყების განახლებას ნიშნავდა და გააფრთხილება გააკეთა კატასტროფული შედეგების შესახებ.

2020 წლის 29 ივლისს სამხრეთ იემენის სეპარატისტებმა მიიღეს საუდის არაბეთის პირობები და უარი განაცხადეს თვითმმართველობაზე ადენში და სხვა ადრე დაპყრობილ რეგიონებში. იემენის მთავრობა და სამხრეთის გარდამავალი საბჭოს სეპარატისტები შეთანხმდნენ ახალი მთავრობის შექმნაზე.

2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა პრემიერ მინისტრის მაინ აბდელმალიქ საიდის ხელმძღვანელობით, სადაც ხუთი ადგილი დაეთმო სამხრეთ გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებს. 2020 წლის 26 დეკემბერს მთავრობამ ფიცი დადო პრეზიდენტ აბდ რაბო მანსურ ჰადის წინაშე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Separatist group announces self-rule in southern Yemen“. Al Jazeera. 26 April 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 April 2020.
  2. Hearst, David (12 May 2017). „EXCLUSIVE: Yemen president says UAE acting like occupiers“. Middle East Eye. ციტირების თარიღი: 12 May 2017 – წარმოდგენილია middleeasteye.com-ის მიერ.
  3. „Yemenis march against Hadi after sacking of Aden governor“. Middle East Eye. 12 May 2017. ციტირების თარიღი: 12 May 2017 – წარმოდგენილია middleeasteye.com-ის მიერ.
  4. PA-X: Yemen Timeline: Conflict Events & Peace and Transition Documents. ციტირების თარიღი: 2 October 2020
  5. اليمن: إعلان عدن "التاريخي" وآراء المتظاهرين. ციტირების თარიღი: 2 October 2020