სალმან რაშდი
აჰმედ სალმან რაშდი (Sir Ahmed Salman Rushdie; დევანაგარი:: अहमद सलमान रश्दी ნასტ.:سلمان رشدی; დ. 19 ივნისი, 1947) — ბრიტანელი ინდოელი მწერალი, ესეისტი. პირველი წარმატება მისმა მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მისი ადრეული თხზულებების უმრავლესობა ინდოეთის ქვეკონტინენტზეა დაფუძნებული. მის სტილს ხშირად მაგიურ რეალიზმს მიაწერენ, თუმცა ამასთან მისი ნამუშევრების მთავარი თემა ხანგრძლივი, მდიდარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ისტორიაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების, მათი რღვევისა და მიგრაციების შესახებ.
მისი მეოთხე რომანი „სატანური ლექსები“ (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრება მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში. 2007 წლიდან ის ემორის უნივერსიტეტშია მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე.
ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]
რომანები:
- „გრიმუსი“ / Grimus (1975)
- „შუაღამის შვილები“ / Midnight’s Children (1981)
- „სირცხვილი“ / Shame (1983)
- „სატანური ლექსები“ / The Satanic Verses (1988)
- „ჰარუნი და ისტორიების ზღვა“ / Haroun and the Sea of Stories (1990)
- „მავრის ბოლო ოხვრა“ / The Moor’s Last Sigh (1995)
- „მიწა მის ფეხთქვეშ“ / The ground beneath her feet (1999)
- „მძვინვარება“ / Fury (2001)
- „კლოუნი შალიმარი“ / Shalimar the Clown (2005)
- „ფლორენციელი ჯადოქარი“ / The Enchantress of Florence (2008)
მოთხრობების კრებულები:
- „აღმოსავლეთი, დასავლეთი“ / East, West (1994) (მოთხრობები)
პუბლიცისტიკა:
- „აღმოსავლეთის ციალი“/ The East is Blue (2004) (ესსეისტიკა)
- „იაგუარის ღიმილი: ნიკარაგუული დღიური“ / The Jaguar Smile: A Nicaraguan Journey (1987)
- „გამოგონილი სამშობლო: ესსე და კრიტიკა“ / Imaginary Homelands: Essays and Criticism, 1981—1991 (1992) (ესსეისტიკა)
- „ამ ზღვარის გადაკვეთა: ესსეების კრებული“ / Step Across This Line: Collected Nonfiction 1992—2002 (2002)
სტატიის