სალვა კიირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალვა კიირი
სალვა კიირი
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 9 ივლისი, 2011
ვიცე-პრეზიდენტი   რიკ მაჩარი,
ჯეიმს უანი იგა
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა

სამხრეთი სუდანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივლისი, 2005 – 9 ივლისი, 2011
წინამორბედი ჯონ გარანგი
მემკვიდრე თანამდებობა გაუქმდა

სუდანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო, 2005 – 9 ივლისი, 2011

დაბადებული 1 იანვარი, 1951
ბაჰრ-ელ-ღაზალი
პოლიტიკური პარტია სგსა
რელიგია კათოლიკე

სალვა კიირი (ინგლ. Salva Kiir Mayardit; დ. 1 იანვარი, 1951) — სამხრეთი სუდანის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, სუდანის განმათავისუფლებელი სახალხო არმიის ხელმღვანელი, დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. 2005-2011 წლებში ეკავა სუდანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.

თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ განახორციელა ისრაელში 2011 წლის 20 დეკემბერს. ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ შიმონ პერესს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს და თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკს. შეხვედრებზე განიხილეს საკითხი ისრაელში სამხრეთ სუდანის საელჩოს გახსნის შესახებ. ისრაელი იყო ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 2011 წლის 9 ივლისს, სცნო ქვეყნის დამოუკიდებლობა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა[1][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]